ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობს სვის კაპიტალი?

სვის კაპიტალის ფილიალი თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია. ფილიალის მისამართები იხილეთ აქ

რა არის საჭირო სასურველი ავტომობილის შესაძენად?

  1. შეარჩიეთ ავტომობილი და შეავსეთ განაცხადი სვის კაპიტალის უახლოეს ფილიალში, სატელეფონო მომსახურების ცენტრში ან ონლაინ. 
  2. სვის კაპიტალში, ერთი ფანჯრის პრინციპით, ფილიალიდან გაუსვლელად შეძლებთ დაფინანსების ძალიან სწრაფად და მარტივად მიღებას. ეს პროცედურა არ აღემატება 45 წუთს. 

რა არის ბიზნეს სესხი?

ბიზნეს სესხი არის სვის კაპიტალის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება, როგორც დამატებითი რესურსი ბიზნესის განვითარებისთვის ან სხვა ვალდებულებების გადასაფარად. სვის კაპიტალის ბიზნეს სესხი გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით და სესხის გადახდა 3 თვის შემდეგ დაიწყოთ. 

ვისზე გაიცემა ბიზნეს სესხი?

ბიზნეს სესხი გაიცემა მიკრო და მცირე ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ მეწარმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე. ბიზნეს საქმიანობის მინიმალური გამოცდილება შეადგენს 3 თვეს.

რა ვადაში შემიძლია ბიზნეს სესხის აღება?

განაცხადის შევსებიდან 1 დღეში.

რა ვადით შემიძლია ბიზნეს სესხი აღება?

სესხის აღება შეიძლება 2-დან 120 თვემდე ვადით, დამოკიდებულია სესხის მიზანზე და მოთხოვნილი თანხის მოცულობაზე.

როგორ ვფარავ სესხს?

სესხის დაფარვის დროს, ფარავთ პროცენტსაც და ძირსაც ერთდროულად. სესხის დაფარვა ხდება ყოველთვიურად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხების შესაბამისად.  ყოველთვიური გადასახადის გადახდა ხდება  ჩვენს  პარტნიორ ბანკში სვის კაპიტალის  საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანით.

რა დოკუმენტები მჭირდება სესხის მისაღებად?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში - პირადობის მოწმობა
  • შ.პ.ს. შემთხვევაში - პარტნიორთა კრების ოქმი
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი (მაგ: მესაკუთრემ მიიღო ქონება მემკვიდრეობით/ჩუქებით/ნასყიდობით, წარმოსადგენია აღნიშნული დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა/ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულება. თან არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია ზემოაღნიშნული დოკუმენტების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოხმობა).

რა არის თამასუქი?

თამასუქი არის ფასიანი ქაღალდი (დოკუმენტი), რომლის ძალითაც მისი გამცემი კისრულობს უპირობო ვალდებულებას, გადაიხადოს თამასუქში აღნიშნული თანხა, მასზე დარიცხულ სარგებელთან ერთად. 

რომელ ვალუტაში შემიძლია თანხის შემოტანა?

ლარში, დოლარსა და ევროში. 

როდის შემიძლია თანხის გატანა?

თანხის გატანას შეძლებთ თამასუქის ვადის დასრულებისთანავე.

რა პერიოდულობით მერიცხება სარგებელი?

თავად ირჩევთ სარგებლის დარიცხვის პერიოდულობას - ყოველთვიურად, კვარტალურად თუ წლიურად. 

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თამასუქის მფლობელი?

თამასუქის მფლობელი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და მინიმალური შენატანი უნდა შეადგენდეს 100 000 ლარს ანდ მის ექვივალენტს აშშ დოლარსა ან ევროში. 

რის საფუძველზე გაიცემა იპოთეკური სესხი

იპოთეკური სესხი გაიცემა უძრავი ქონების უზრუნველყოფით (საცხოვრებელი ბინა ან კომერციული ფართი), რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში იტვირთება ჩვენი კომპანიის იპოთეკით.

განიხილება მხოლოდ უძრავი ქონება რომელიც მდებარეობს თბილისსა და მის შემოგარენში, ან ბათუმში.

რა ვადით შემიძლია იპოთეკური სესხის აღება?

სესხის აღება შეიძლება 3 თვიდან 10 წლამდე ვადით

რა ვალუტაში გაიცემა თანხა?

თანხა გაიცემა ქართულ ლარში. 

რა არის ავტო ლიზინგი?

პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, მიიღოთ თანხა სასურველი ავტომობილის შესაძენად, მისი ღირებულების 90%-მდე ოდენობით.

როგორია თანხის დაფარვის წესი?

გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით იფარება როგორც ძირითადი თანხა, ასევე დარიცხული სარგებელი.

რა დოკუმენტები მჭირდება სესხის ასაღებად?

თქვენ დაგჭირდებათ:

  • მსესხებლის/მესაკუთრის პირადობის მოწმობა;
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან;
  • სესხის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უძრავი ქონების საკუთრების წარმომშობი დოკუმენტი (მაგ: მესაკუთრემ მიიღო ქონება მემკვიდრეობით/ჩუქებით/ნასყიდობით, წარმოსადგენია აღნიშნული დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა/ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულება. თან არქონის შემთხვევაში, შესაძლებელია ზემოაღნიშნული დოკუმენტების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოხმობა.

რა ვალუტაში გაიცემა თანხა?

თანხა გაიცემა ქართულ ლარში. 

როგორ მიმტკიცდება სესხი?

განაცხადის შევსებისა ჩვენი წარმომადგენელის მხრიდან შეფასების შემდეგ ხდება სესხის დამტკიცება, რომელიც წარმოადგენს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების 60%-ს. სრული პროცესი განაცხადის შევსებიდან, სესხის გაცემამდე არ აღემატება 1 დღეს!

რა არის ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა?

ავტო ლიზინგის მაქსიმალური თანხა 100 000 ლარია. 

მოითხოვება თუ არა თანამონაწილეობა?

დიახ, თქვენი მხრიდან თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მანქანის ღირებულების მინიმუმ 10%, ხოლო დანარჩენ 90% ვაფინანსებთ ჩვენ.

როდის შევძლებ თანხის აღებას?

განაცხადის შევსებიდან 20 წუთის განმავლობაში მიიღებთ პასუხს სესხის დამტკიცების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში კი  განაცხადის შევსებიდან თანხის მიღებამდე პროცედურას სჭირდება მაქსიმუმ 1 საათი.

რა ვადით შემიძლია ლიზინგით სარგებლობა?

ფინანსური ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია 6 წლამდე ვადით.

რატომ ვისარგებლო სვის კაპიტალის ამ შემოთავაზებით?

სვის კაპიტალი გთავაზობთ საუკეთესო პირობებს 100 000 ლარამდე თანხის მისაღებად. გვეწვიეთ, მიიღეთ სწრაფი, კომფორტული და ხარისხიანი მომსახურება და, რაც მთავარია, სასურველი თანხა 45 წუთში. 

შემიძლია თუ არა სხვა კომპანიიდან პორტირება?

დიახ, პორტირება შესაძლებელია. 

რა დროში შევძლებ თანხის მიღებას?

თანხის მიღების სრული პროცედურა არ აჭარბებს 45 წუთს. 

რა ვადით შემიძლია, მივიღო თანხა ავტომობილის უზრუნველყოფით?

შეგიძლიათ, შეარჩიოთ სასურველი ვადა 72 თვემდე. 

რა პირობებებს უნდა ვაკმაყოფილებდე თანხის მისაღებად?

უნდა იყოთ სულ მცირე 21 წლის, გქონდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/პასპორტი, მართვის მოწმობა და მანქანის ტექნიკური პასპორტი.

ავტომანქანა გამოშვებული უნდა იყოს 1995  წელს ან უფრო გვიან.